
მეფეთა ა 25:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი.
მეფეთა ა 25:37 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 25:37 კონტექსტში
25:35მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
25:36მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი.
25:37ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი.
25:38გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
25:39მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 25:37
- იობი 15:21შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.
- იობი 15:22იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;
- მეორე სთვლისაება 28:28მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
- მეფეთა ა 25:22როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანისცა.
- იგავესნი 23:29ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
- იგავესნი 23:35იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
- მეფეთა ა 25:34მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 25
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში