
მეფეთა ა 28:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი.
მეფეთა ა 28:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 28:7 კონტექსტში
28:5დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით.
28:6უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი.
28:7სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი.
28:8უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?
28:9უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 28:7
- მოციქულთა საქმენი 16:16მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
- ნეშტთა შორისა ა 10:13მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ღალატობდა იგი უფალს, უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა.
- ფსალმუნები 83:10განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის.
- იესო ნავეს ძე 17:11ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებითურთ, იბლეყამი მისი სოფლებითურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ და ნაფეთის სამი მხარე.
- ესაია 8:19თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
- ესაია 8:20მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
- აბაკუმი 2:3რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.
- ლევიანი 19:31ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 28
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში