
აბაკუმი 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.
აბაკუმი 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
აბაკუმი 2:3 კონტექსტში
2:1ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.
2:2მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა.
2:3რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.
2:4აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
2:5ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.
პარალელური ადგილები: აბაკუმი 2:3
- ფსალმუნები 27:14მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
- ებრაელთა მიმართ 10:36მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
- ებრაელთა მიმართ 10:37ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.
- ეზექიელი 12:25რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი.
- გლოვა იერემიასი 3:25კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
- გლოვა იერემიასი 3:26კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;
- ფსალმუნები 102:13შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
- ფსალმუნები 130:5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
განაგრძე კითხვა: აბაკუმი 2
სრულად წაიკითხე: აბაკუმი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში