
მეფეთა ა 29:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვეს ფილისტიმელთა სარდლებმა: რა უნდათ ამ ებრაელებს? მიუგო აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: ეს ხომ დავითია, საულ ისრაელის მეფის მორჩილი. რამდენიმე წელია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.
მეფეთა ა 29:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 29:2 კონტექსტში
29:1ფილისტიმელთა წინამძღოლნი თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი უკან მოდიოდნენ აქიშთან ერთად.
29:2თქვეს ფილისტიმელთა სარდლებმა: რა უნდათ ამ ებრაელებს? მიუგო აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: ეს ხომ დავითია, საულ ისრაელის მეფის მორჩილი. რამდენიმე წელია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.
29:3გაუბრაზდნენ მას ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი, დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაცგაგიწესებია; ნუ წამოვა ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რათა ომის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით?
29:4ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 29:2
- მეფეთა ა 28:1უთხრა დავითმა აქიშს: ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი. უთხრა აქიშმა დავითს: ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.
- მეფეთა ა 28:2მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.
- მეფეთა ა 29:6ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ წინამძღოლებს.
- მეფეთა ა 29:7უთხრა დავითმა აქიშს: რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მორჩილს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ ამეკრძალოს ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა?
- იესო ნავეს ძე 13:3შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა.
- მეფეთა ა 5:8შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ფილისტიმელთა მთავრები, იკითხეს: რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს? თქვეს: გათში გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი.
- მეფეთა ა 5:11შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელ ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი.
- მეფეთა ა 6:4თქვეს: რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად? მიუგეს: ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი დ ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთია სასჯელი თქვენთვისა და ფილისტიმელთა მთავრებისთვის.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 29
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში