
ნეშტთა შორისა ბ 12:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაიღუპა. იუდაშიც კარგი ამბები იყო.
ნეშტთა შორისა ბ 12:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 12:12 კონტექსტში
12:10დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
12:11ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველების ოთახში.
12:12რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაიღუპა. იუდაშიც კარგი ამბები იყო.
12:13გამტკიცდა მეფე რობოამი იერუსალიმში და მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რობოამი, რომ გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისს ერქვა ნაყამა ყამონელი.
12:14ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 12:12
- ნეშტთა შორისა ბ 19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
- ნეშტთა შორისა ბ 12:6დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: მართალია უფალი.
- ნეშტთა შორისა ბ 12:7როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით.
- ნეშტთა შორისა ბ 33:12შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე.
- ნეშტთა შორისა ბ 33:13ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი.
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
- გლოვა იერემიასი 3:33რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს,
- შესაქმე 18:24იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში