
ნეშტთა შორისა ბ 18:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს? ერთი ერთს ამბობდა, მეორე - სხვას.
ნეშტთა შორისა ბ 18:19 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 18:19 კონტექსტში
18:17უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.
18:18თქვა მიქაიმ: აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
18:19თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს? ერთი ერთს ამბობდა, მეორე - სხვას.
18:20გამოვიდა სული, წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. უთხრა უფალმა: რითი?
18:21მიუგო: გავალ და საცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 18:19
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:11ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:12და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.
- ესაია 54:16აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს.
- ნეშტთა შორისა ბ 25:8მხოლოდ შენ წადი. იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.
- ეზექიელი 14:9თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცდუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცდუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
- ნეშტთა შორისა ბ 25:19ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
- იობი 12:16მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცდუნებული და მაცდუნებელი.
- იაკობის ეპისტოლე 1:13ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში