
ნეშტთა შორისა ბ 20:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე.
ნეშტთა შორისა ბ 20:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 20:27 კონტექსტში
20:25მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისთვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. იმდენი შეაგროვეს, რომ წაღება აღარ შეეძლოთ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო.
20:26მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბბენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს.
20:27გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე.
20:28შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირვბით უფლის სახლისკენ.
20:29შიში დაეცათ ქვეყანათა ყველა სამეფოს, როცა გაიგეს, რომ ისრაელის მტრებს უფალი ებრძოდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 20:27
- ნეემია 12:43დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.
- ფსალმუნები 30:1ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
- გამოცხადება 18:20ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
- ფსალმუნები 20:5ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
- ებრაელთა მიმართ 6:20სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
- ესაია 51:11უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა.
- მიქა 2:13მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში.
- მეფეთა ა 2:1ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 20
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში