
ნეშტთა შორისა ბ 26:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმშიკოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა.
ნეშტთა შორისა ბ 26:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 26:9 კონტექსტში
26:7ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ.
26:8ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი.
26:9ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმშიკოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა.
26:10ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო.
26:11ყუზიაჰუს მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასიაჰუ ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 26:9
- ნეემია 3:13ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.
- ნეშტთა შორისა ბ 25:23ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, ძე იოაშ ახაზიაჰუს ძისა, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
- იერემია 31:38აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და აუშენდება ქალაქი უფალს ხანანიელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე;
- ნეემია 2:13ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
- ნეემია 3:24მის იქით მეორე მხარეს ბინუი ხედადის ძე ამაგრებდა ყაზართას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.
- ზაქარია 14:10ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრით; იერუსალიმი კი ამაღლდება და დარჩება თავის ადგილზე ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის ადგილამდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე.
- ნეემია 3:19მის გვერდით ყეზერ იეშუაყის ძე, მიცფას მთავარი, ამაგრებდა მეორე მხარეს, საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან.
- ნეემია 3:20მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე მხარეს ბარუხ ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში