გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 34:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 34:29

დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა.

ნეშტთა შორისა ბ 34:29 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 34:29 კონტექსტში

34:27რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემ წინაშე, სამოსელი შემოიხიე და სტიროდი ჩემ წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარეო, ამბობს უფალი.

34:28აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ. მიუტანეს მეფეს სიტყვა.

34:29დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა.

34:30ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.

34:31დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 34:29

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 34

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში