
ნეშტთა შორისა ბ 34:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.
ნეშტთა შორისა ბ 34:30 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 34:30 კონტექსტში
34:28აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ. მიუტანეს მეფეს სიტყვა.
34:29დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა.
34:30ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.
34:31დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად.
34:32დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმში და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამა-პაპის ღმერთის აღთქმის თანახმად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 34:30
- ნეშტთა შორისა ბ 34:18ამბავი მიუტანა შაფანმა მეფეს და უთხრა: წიგნი ჩამაბარა ხილკიაჰუ მღვდელმა და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე.
- ნეშტთა შორისა ბ 34:19როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი.
- ნეშტთა შორისა ბ 6:1მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.
- ნეშტთა შორისა ბ 6:11დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელიანებს რომ დაუდო.
- ეკლესიასტე 1:12მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში.
- ნეშტთა შორისა ბ 15:12აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, მთელი გულითა და სულით.
- ნეშტთა შორისა ბ 15:13ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.
- იობი 3:19იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 34
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში