
ნეშტთა შორისა ბ 9:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე.
ნეშტთა შორისა ბ 9:26 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 9:26 კონტექსტში
9:24ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ასე იყო ყოველწლიურად.
9:25სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ჰყავდა ეტლები და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
9:26მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე.
9:27ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხალო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
9:28სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და ყველა ქვეყნიდან იყო მოყვანილი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 9:26
- შესაქმე 15:18ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
- გამოსვლა 23:31დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
- დანიელი 7:14მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.
- გამოცხადება 19:16ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.
- იესო ნავეს ძე 13:2აი, დარჩენილი მიწები: ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები:
- იესო ნავეს ძე 13:7ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.
- ფსალმუნები 72:8და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
- ფსალმუნები 72:11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში