
ნეშტთა შორისა ბ 9:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის სამარადისოდ განსამტკიცებლად და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.
ნეშტთა შორისა ბ 9:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 9:8 კონტექსტში
9:6სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე. ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.
9:7ბედნიერია შენა ხალხი, ბედნიერნი არიან შენი მორჩილნი, მუდამ შენ წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.
9:8კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის სამარადისოდ განსამტკიცებლად და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.
9:9მისცა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი ქვები. არ იყო ისეთი ნელსაცხებელი, საბას დედოფალს მეფე სოლომონისთვის რომ არ მიეცა.
9:10ხურამისა და სოლომონის მორჩილებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 9:8
- ნეშტთა შორისა ბ 2:11ხურამმა, ტვიროსის მეფემ, წერილით უპასუხა სოლომონს და შეუთვალა: რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ.
- ნეშტთა შორისა ა 29:23დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა.
- მეორე სთვლისაება 7:8არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან.
- ესაია 32:1აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.
- ესაია 32:2თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.
- ნეშტთა შორისა ა 28:5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
- ფსალმუნები 22:8ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
- ესაია 11:1ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში