
ნეშტთა შორისა ა 29:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა.
ნეშტთა შორისა ა 29:23 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 29:23 კონტექსტში
29:21მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები და აღსავლენი აღუვლინეს უფალს: ათასი კურატი, ათასი ცხვარი, ათასი კრავი, თავისი საღვრელითურთ, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.
29:22იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონ დავითის ძე გაამეფეს, უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს. ხოლო ცადოკი - მღვდლად.
29:23დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა.
29:24ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ვაჟიშვილი ემორჩილებოდა სოლომონ მეფეს.
29:25დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრალოს თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 29:23
- ნეშტთა შორისა ა 28:5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
- ფსალმუნები 132:11შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.
- რომაელთა მიმართ 13:1დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
- ესაია 9:6რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.
- ესაია 9:7ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
- ნეშტთა შორისა ა 22:11ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე.
- ნეშტთა შორისა ა 17:11როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
- ნეშტთა შორისა ა 17:12ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში