
მეფეთა ბ 17:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, გაეფანტება მთელი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.
მეფეთა ბ 17:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 17:2 კონტექსტში
17:1უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შემარჩევინე ათი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამღამითვე დავითს.
17:2თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, გაეფანტება მთელი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.
17:3შენკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.
17:4სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 17:2
- მეფეთა ბ 16:14გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი, იორდანეზე და იქ მოითქვეს სული.
- ზაქარია 13:7მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
- მათეს სახარება 26:31მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემ გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.
- იოანე 11:50და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.
- მათეს სახარება 21:38მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
- მეორე სთვლისაება 25:18გზაზე რომ დაგხვდა და გაგინადგურა დაფანტული უკანა რიგები, შენ კი დაღლილ-დაქანცული იყავი, და ღმერთის არ შეშინებია.
- იოანე 18:4ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?
- იოანე 18:8მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 17
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში