
მეფეთა ბ 17:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.
მეფეთა ბ 17:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 17:3 კონტექსტში
17:1უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შემარჩევინე ათი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამღამითვე დავითს.
17:2თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, გაეფანტება მთელი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.
17:3შენკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.
17:4სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
17:5თქვა აბესალომმა: ხუშაი არქიელსაც დამიძახეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 17:3
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
- მეფეთა ბ 3:21უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
- ესაია 48:22არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.
- ესაია 57:21არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 17
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში