
მეფეთა ბ 22:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან.
მეფეთა ბ 22:39 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:39 კონტექსტში
22:37შენ მიფართოებ ნაბიჯებს, აღარ მეჩორთება კოჭები.
22:38მტერს ვედევნები მოსასპობად და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ.
22:39ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან.
22:40შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემ წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:39
- მალაქია 4:3გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ფსალმუნები 118:10ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- ფსალმუნები 118:12გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- ფსალმუნები 110:1დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
- ფსალმუნები 18:37გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.
- ფსალმუნები 110:5უფალი შენ მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
- ფსალმუნები 110:6განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
- მალაქია 4:1რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში