
ფსალმუნი 110:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალი შენ მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
ფსალმუნი 110:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 110:5 კონტექსტში
110:3შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
110:4დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
110:5უფალი შენ მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
110:6განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 110:5
- რომაელთა მიმართ 2:5შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,
- ფსალმუნები 16:8წარმოვიდგენ უფალს ჩემ პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემ მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
- გამოცხადება 6:15ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ.
- გამოცხადება 6:17ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
- ფსალმუნები 68:14როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.
- გამოცხადება 17:12ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგორც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
- გამოცხადება 17:14ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
- მოციქულთა საქმენი 7:55ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 110
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 110 · გახსენი ბიბლიის მკითხველში