
მეფეთა ბ 24:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.
მეფეთა ბ 24:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 24:2 კონტექსტში
24:1კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
24:2უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.
24:3უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
24:4იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ჯარის სარდლებზე და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ჯარის სარდლები ხალხის, ისრაელის, აღსარიცხად.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 24:2
- მეფეთა ბ 3:10მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
- მსაჯულნი 20:1გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
- მეფეთა ბ 20:23იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელ ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
- იგავესნი 29:23კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.
- ნეშტთა შორისა ბ 32:31მხოლოდ ბაბილონის მთავართა ელჩობის დროს, რომელიც გამოგზავნეს მასთან ქვეყანაში მომხდარი სასწაულის გამოსაძიებლად, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები.
- ნეშტთა შორისა ბ 32:25არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.
- ნეშტთა შორისა ბ 32:26მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში.
- მეფეთა ბ 8:16იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში