
მეფეთა ბ 24:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ჯარის სარდლებზე და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ჯარის სარდლები ხალხის, ისრაელის, აღსარიცხად.
მეფეთა ბ 24:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 24:4 კონტექსტში
24:2უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.
24:3უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
24:4იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ჯარის სარდლებზე და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ჯარის სარდლები ხალხის, ისრაელის, აღსარიცხად.
24:5გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებანეობს, იაყზერის პირდაპირ.
24:6მერე მივიდნენ გალაადში და თახთიმ-ხოდშის მხარეში, აქედან წავიდნენ დან-იაყანში და ციდონის მიდამოებში.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 24:4
- ეკლესიასტე 8:4ვინაიდან სიტყვა მეფისა კანონია; ვინ ჰკადრებს მას, რას აკეთებო?
- მოციქულთა საქმენი 5:29ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.
- გამოსვლა 1:17ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.
- ნეშტთა შორისა ა 21:4მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში