გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 24:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 24:23

ყველაფერი მისცა მეფეს ორნამ და უთხრა ორნამ მეფეს: უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!

მეფეთა ბ 24:23 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 24:23 კონტექსტში

24:21თქვა ორნამ: რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მორჩილთან? უთხრა დავითმა: შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაშენებლად, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.

24:22უთხრა ორნამ დავითს: აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.

24:23ყველაფერი მისცა მეფეს ორნამ და უთხრა ორნამ მეფეს: უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!

24:24უთხრა მეფემ ორნას: არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან; ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ აღსავლენს. იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.

24:25აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდან ჟამი ისრაელს.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 24:23

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 24

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში