
მეფეთა ბ 6:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი კაცი;
მეფეთა ბ 6:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 6:1 კონტექსტში
6:1კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი კაცი;
6:2ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელსაც ეწოდა სახელი ცაბაოთ უფლისა, ქერუბიმებზე მჯდომარისა.
6:3შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ამ ახალ ურემს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 6:1
- ნეშტთა შორისა ა 13:1ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
- ნეშტთა შორისა ა 13:4მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონია ხალხის თვალში.
- ნეშტთა შორისა ა 13:6ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
- ნეშტთა შორისა ა 13:14სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი საბადებელი.
- ფსალმუნები 132:1გალობა აღსავალთა.
- ფსალმუნები 132:6აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
- მეფეთა ბ 5:1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში