
მეორე სთვლისაება 17:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს; შენი მოძმეების წრიდან დაისვი მეფე. უფლება არა გაქვს დაისვა უცხო კაცი, რომელიც არ არის შენი მოძმე.
მეორე სთვლისაება 17:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 17:15 კონტექსტში
17:13გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდება და აღარ გაკადნიერდებიან.
17:14როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, დაეპატრონები მას და იცხოვრებ იქ და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ხალხებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო,
17:15დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს; შენი მოძმეების წრიდან დაისვი მეფე. უფლება არა გაქვს დაისვა უცხო კაცი, რომელიც არ არის შენი მოძმე.
17:16ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად, უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით -
17:17არ იყოლიოს ბევრი ცოლი, რომ არ შეცდეს მისი გული, არ იქონიოს უზომოდ ბევრი ოქრო-ვერცხლი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 17:15
- იერემია 30:21მისგანვე იქნება მისი მთავარი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი განმგებელი. მოგიახლოებ მას და ისიც ახლოს მოვა; რადგან ვინ გაბედავს ჩემთან მოსვლას? ამბობს უფალი.
- ნეშტთა შორისა ა 22:10ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, მის სამეფო ტახტს სამარადისოდ განვამტკიცებ ისრაელში.
- ნეშტთა შორისა ა 12:23აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
- მეფეთა ა 10:24უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!
- მეფეთა ა 9:15საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის.
- მეფეთა ა 9:17დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.
- მეფეთა ა 16:12გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.
- მეფეთა ა 16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 17
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში