
მეორე სთვლისაება 5:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი ახლობელის წინააღმდეგ.
მეორე სთვლისაება 5:20 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:20 კონტექსტში
5:20არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი ახლობელის წინააღმდეგ.
5:21არ მოინდომო ახლობლის ცოლი, არ ისურვო ახლობლის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი ყმა, არც მისი ყმაქალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არაფერი მისი საბადებლიდან.
5:22ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:20
- გამოსვლა 20:16არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.
- გამოსვლა 23:1ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
- იგავესნი 19:9ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება.
- იგავესნი 19:5ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყუილის მთქმელი თავს ვერ იხსნის.
- იგავესნი 6:19ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
- მალაქია 3:5მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- მეორე სთვლისაება 19:16თუ გამოვა ავისმდომელი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას,
- მეორე სთვლისაება 19:21ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში