
მეორე სთვლისაება 5:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ მოინდომო ახლობლის ცოლი, არ ისურვო ახლობლის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი ყმა, არც მისი ყმაქალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არაფერი მისი საბადებლიდან.
მეორე სთვლისაება 5:21 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:21 კონტექსტში
5:20არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი ახლობელის წინააღმდეგ.
5:21არ მოინდომო ახლობლის ცოლი, არ ისურვო ახლობლის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი ყმა, არც მისი ყმაქალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არაფერი მისი საბადებლიდან.
5:22ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
5:23როცა მოისმინეთ მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა, ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:21
- გამოსვლა 20:17არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.
- რომაელთა მიმართ 13:9ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
- ლუკას სახარება 12:15და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.
- აბაკუმი 2:9ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან!
- მიქა 2:2მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:9ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:10რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
- ებრაელთა მიმართ 13:5ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში