
ეკლესიასტე 1:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
ეკლესიასტე 1:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 1:4 კონტექსტში
1:2ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა.
1:3ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
1:4თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
1:5აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
1:6სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 1:4
- ფსალმუნები 104:5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
- ზაქარია 1:5სადღა არიან თქვენი მამა-პაპანი და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ?
- ეკლესიასტე 6:12რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.
- მათეს სახარება 24:35ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
- ფსალმუნები 119:90თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
- ფსალმუნები 119:91შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:10ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:13ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 1
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში