
ეკლესიასტე 1:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
ეკლესიასტე 1:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 1:5 კონტექსტში
1:3ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
1:4თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
1:5აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
1:6სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
1:7ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 1:5
- ფსალმუნები 19:4მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
- ფსალმუნები 19:6ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
- ფსალმუნები 42:1გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენკენ, ღმერთო!
- აბაკუმი 3:11მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.
- ფსალმუნები 89:36მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ.
- ფსალმუნები 89:37მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
- ფსალმუნები 104:19შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
- ფსალმუნები 104:23გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 1
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში