
ფსალმუნი 104:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
ფსალმუნი 104:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:23 კონტექსტში
104:21ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
104:22ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
104:23გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
104:24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
104:25ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:23
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- ეფესელთა მიმართ 4:28მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.
- ეკლესიასტე 5:12ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.
- მსაჯულნი 19:16აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:8არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:12ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში