
იგავესნი 13:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.
იგავესნი 13:18 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 13:18 კონტექსტში
13:16ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.
13:17ბოროტეულის მაცნე ჭირში ჩავარდება, ხოლო ჭეშმარიტ მახარობელს განკურნება მოაქვს.
13:18დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.
13:19ასრულებული ნატვრა სულისთვის ტკბილია, ბრიყვთათვის კი ბოროტებისგან განრიდება საძულველია.
13:20ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 13:18
- იგავესნი 15:5უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.
- იგავესნი 15:31სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
- იგავესნი 15:32შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
- იგავესნი 12:1ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია.
- იგავესნი 25:12ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.
- იგავესნი 13:13ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება; მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს.
- იგავესნი 19:6ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს.
- იგავესნი 5:9რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები - დაუნდობელს,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 13
სრულად წაიკითხე: იგავესნი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში