გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ესთერი 6:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესთერი 6:4

თქვა მეფემ: ვინ არის ეზოში? ჰამანი იყო მოსული მეფის სახლის გარეთა ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მარდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე.

ესთერი 6:4 · საქართველოს საპატრიარქო

ესთერი 6:4 კონტექსტში

6:2აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მარდოქაიმ ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველნი, რომელთაც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჰქონდათ განზრახული.

6:3თქვა მეფემ: რა პატივი და დიდება ხვდა ამისთვის მარდოქაის? მიუგეს მეფეს მისმა მორჩილებმა: არაფერი ხვდომია.

6:4თქვა მეფემ: ვინ არის ეზოში? ჰამანი იყო მოსული მეფის სახლის გარეთა ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მარდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე.

6:5უთხრეს მეფეს მისმა მორჩილებმა: აჰა, ჰამანი დგას ეზოში. თქვა მეფემ: შემოვიდეს.

6:6შევიდა ჰამანი. უთხრა მას მეფემ: რა უნდა გავუკეთოთ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს? თქვა გულში ჰამანმა: ვისი პატივი უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?

პარალელური ადგილები: ესთერი 6:4

განაგრძე კითხვა: ესთერი 6

სრულად წაიკითხე: ესთერი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში