
გამოსვლა 26:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.
გამოსვლა 26:31 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 26:31 კონტექსტში
26:29ბოძები ოქროთი მოჭედე; მისი რგოლები, ლარტყეების გასაყრელები ოქროსი გააკეთე; ლარტყებიც ოქროთი მოჭედე.
26:30იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე.
26:31გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.
26:32ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა.
26:33ჩამოჰკიდე კრეტსაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის კიდობანი კრეტსაბმელის უკან; კრეტსაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა წმიდასაგან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 26:31
- მათეს სახარება 27:51და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
- ნეშტთა შორისა ბ 3:14გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისგან და სელისგან და მასზე ქერუბიმები გამოსახა.
- გამოსვლა 36:35გააკეთა ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან; ზედ ქერუბიმები ამოქარგა.
- გამოსვლა 26:1ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
- გამოსვლა 36:8გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.
- ლევიანი 16:2უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე.
- გამოსვლა 35:35აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე.
- გამოსვლა 35:25ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ლურჯი, მეწამული და ჭიაფერის ნართი და ბისონი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 26
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში