
ლუკას სახარება 2:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)
ლუკას სახარება 2:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 2:23 კონტექსტში
2:21და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ.
2:22ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე,
2:23(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)
2:24და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა.
2:25და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სული წმიდა იყო მასზე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 2:23
- გამოსვლა 13:2წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
- გამოსვლა 22:29პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე.
- რიცხვთა 3:13რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი.
- გამოსვლა 13:12განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
- გამოსვლა 13:15როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.
- რიცხვთა 18:15ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე.
- გამოსვლა 34:19ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
- რიცხვთა 8:16რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 2
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში