
ეზექიელი 14:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რომელიც იერუსალიმს დავატეხე, ყველაფები, რაც მას დავატეხე.
ეზექიელი 14:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 14:22 კონტექსტში
14:20ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით.
14:21რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
14:22აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რომელიც იერუსალიმს დავატეხე, ყველაფები, რაც მას დავატეხე.
14:23დაგავიწყებენ ყველაფერს, როცა მათ საქციელს და საქმეებს დაინახავთ, და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 14:22
- ეზექიელი 12:16მაგრამ გადავარჩენ მათგან მცირე რიცხვს მახვილისგან, შიმშილისგან და ჭირისგან, რათა იამბონ თავიანთი სისაძაგლეები იმ ხალხში, ვისთანაც მივლენ. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 20:43იქ გაიხსენებთ თქვენს საქციელს და ნამოქმედარს, რითაც უწმიდურდებოდით, და შეგზარავთ თქვენი თავი იმ სიავეთა გამო, რასაც სჩადიოდით.
- ებრაელთა მიმართ 12:6რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
- ებრაელთა მიმართ 12:11ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.
- იერემია 30:11რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც მყავხარ გაფანტული; შენ კი არ მოგიღებ ბოლოს; ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.
- ნეშტთა შორისა ბ 36:20მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა; და იყვნენ მისი და მისი ვაჟების მორჩილნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე,
- იერემია 31:17არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს.
- იერემია 31:21აღმართე ნიშები, ჩააყუდე სამანები და დაუკვირდი გზას, სადაც მიდიხარ. დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო! დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს!
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 14
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში