
ეზექიელი 17:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიხვდებიან მინდვრის ხეები, რომ მე, უფალი, ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლს ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.
ეზექიელი 17:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 17:24 კონტექსტში
17:22ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი ნაძვიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ.
17:23ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ მას, აუშვებს ტოტებს და ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს.
17:24მიხვდებიან მინდვრის ხეები, რომ მე, უფალი, ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლს ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 17:24
- ამოსი 9:11მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.
- კორინთელთა მიმართ ა 1:27მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
- კორინთელთა მიმართ ა 1:28უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
- ლუკას სახარება 1:52დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
- ლუკას სახარება 1:53სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
- ეზექიელი 24:14მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი.
- ესაია 26:5რადგან დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა.
- ეზექიელი 21:26ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 17
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში