
ეზექიელი 19:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუხდა ძლიერი ტოტები ხელმწიფეთა საკვერთხოდ და ღრუბლებამდე აიყარა ტანი; ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი.
ეზექიელი 19:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 19:11 კონტექსტში
19:9ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
19:10დედაშენი ვაზს ჰგავდა, ბროწეულის ყვავილს, წყლის პირას დარგულს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლის გამო.
19:11გაუხდა ძლიერი ტოტები ხელმწიფეთა საკვერთხოდ და ღრუბლებამდე აიყარა ტანი; ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი.
19:12მაგრამ რისხვით ამოიძირკვა და მიწაზე იქნა დაგდებული: აღმოსავლეთის ქარმა გაახმო მისი ნაყოფი, მოემტვრა და გაუხმა ძლიერი ტოტები, ცეცხლმა შეჭამა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 19:11
- ეზექიელი 31:3აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი;
- დანიელი 4:11გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწას ყველა კუთხიდან მოსჩანდა.
- ფსალმუნები 80:15გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
- ეზრა 5:11ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც.
- ესაია 11:1ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.
- ეზექიელი 21:10გალესილია დასაკლავის დასაკლავად; გაფერილია, რომ ელავდეს ელვასავით! ანთუ გვიხაროდეს, ჩემი ძის კვერთხს რომ სძულს ყოველი ხე?
- ეზრა 4:20ძლიერი მეფეები განაგებდნენ იერუსალიმს, ეპყრათ მთელი მდინარის გაღმა მხარე, ხარკი, გადასახადი და ბეგარა ეძლეოდათ მათ.
- ფსალმუნები 110:2კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 19
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში