
ეზექიელი 19:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
ეზექიელი 19:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 19:9 კონტექსტში
19:7დაანგრია მისი სიმაგრეები და აჩანაგებდა მათ ქალაქებს; შეძრწუნდა ქვეყანა და მისი სისავსე მისი ბრდღვინვის ხმაზე;
19:8შემოადგნენ ხალხები ირგვლივ, იმ მიდამოებიდან, მოუსროლეს თავიანთი სათხეველი და შეიპყრეს ორმოში.
19:9ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
19:10დედაშენი ვაზს ჰგავდა, ბროწეულის ყვავილს, წყლის პირას დარგულს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლის გამო.
19:11გაუხდა ძლიერი ტოტები ხელმწიფეთა საკვერთხოდ და ღრუბლებამდე აიყარა ტანი; ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 19:9
- ნეშტთა შორისა ბ 36:6მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები, რომ ბაბილონში წაეყვანა.
- ეზექიელი 6:2ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
- იერემია 36:30ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში.
- იერემია 36:31დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ.
- იერემია 22:18ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: არ იგლოვებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, და ვაი, ჩემო დაო! არ იგლოვებენ მას: ვაი, ხელმწიფევ, და ვაი, მისო დიდებულებავ!
- იერემია 22:19ვირის დამარხვით დაიმარხება. წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა იქით გადააგდებენ.
- ეზექიელი 36:1შენ, ადამის ძევ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!
- ეზექიელი 19:7დაანგრია მისი სიმაგრეები და აჩანაგებდა მათ ქალაქებს; შეძრწუნდა ქვეყანა და მისი სისავსე მისი ბრდღვინვის ხმაზე;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 19
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში