
ფსალმუნი 48:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
ფსალმუნი 48:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 48:2 კონტექსტში
48:1ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
48:2ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 48:2
- ფსალმუნები 50:2სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
- გლოვა იერემიასი 2:15ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო?
- მათეს სახარება 5:35ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.
- ესაია 14:13გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.
- ებრაელთა მიმართ 12:22არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,
- დანიელი 11:16თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა.
- ეზექიელი 20:6იმ დღეს აღვმართე მათთვის ხელი, რომ წამეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც შევიგულე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა.
- ესაია 66:10იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 48
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში