გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 22:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 22:18

ადამის ძევ! წიდასავით გამიხდა ისრაელის სახლი; ქურაში ყრიან ყველანი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია; ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან.

ეზექიელი 22:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 22:18 კონტექსტში

22:16შეილახები ხალხების თვალში და მიხვდები, რომ უფალი ვარ.

22:17იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

22:18ადამის ძევ! წიდასავით გამიხდა ისრაელის სახლი; ქურაში ყრიან ყველანი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია; ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან.

22:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას იერუსალიმში.

22:20როგორც აგროვებენ ვერცხლს, სპილენძს, რკინას, ტყვიას და კალას ქურაში, რომ ცეცხლი მიუბერონ გადასადნობად, ასე შევაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, ჩაგდებთ და გადაგადნობთ.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 22:18

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 22

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში