
ეზექიელი 22:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას იერუსალიმში.
ეზექიელი 22:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 22:19 კონტექსტში
22:17იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
22:18ადამის ძევ! წიდასავით გამიხდა ისრაელის სახლი; ქურაში ყრიან ყველანი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია; ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან.
22:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას იერუსალიმში.
22:20როგორც აგროვებენ ვერცხლს, სპილენძს, რკინას, ტყვიას და კალას ქურაში, რომ ცეცხლი მიუბერონ გადასადნობად, ასე შევაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, ჩაგდებთ და გადაგადნობთ.
22:21შეგყრით და მოგბერავთ ჩემი რისხვის ცეცხლს და გადადნებით იერუსალიმში.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 22:19
- ეზექიელი 24:3გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ.
- ეზექიელი 24:6ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ.
- მათეს სახარება 13:30აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში.
- მათეს სახარება 13:40როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.
- მათეს სახარება 13:42და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
- მიქა 4:12მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე.
- ეზექიელი 11:7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაგიყრიათ, ხორცია, ქალაქი კი - ქვაბი; თქვენ კი გაგიყვანთ იქიდან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 22
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში