
ეზექიელი 28:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამის ძევ! ციდონისკენ მიმართე პირი და უწინასწარმეტყველე,
ეზექიელი 28:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 28:21 კონტექსტში
28:19ყოველი შენი მცნობელი ხალხებში შეძრწუნდება შენ გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.
28:20იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
28:21ადამის ძევ! ციდონისკენ მიმართე პირი და უწინასწარმეტყველე,
28:22უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.
28:23მოვავლენ მასში შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში; დაეცემიან მასში დახოცილნი ყოველის მხრიდან მომართული მახვილით; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 28:21
- ეზექიელი 6:2ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
- შესაქმე 10:15ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
- ეზექიელი 25:2ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და უწინასწარმეტყველე,
- იერემია 25:22ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს,
- ეზექიელი 27:8ნიჩბოსნებად ციდონის და არვადის მკვიდრნი გყავდა; ბრძენი ხალხი იყო შენში, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
- იერემია 47:4იმ დღისთვის, რომელიც მოვა ფილისტიმელთა გასაძარცვავად, ტვიროსისა და ციდონისთვის უკანასკნელი შემწის წასართმევად, რადგან გააძარცვინებს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს-ქაფთორის კუნძულს.
- ესაია 23:12თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო, ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი.
- იერემია 27:3შეუთვალე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ტვიროსის მეფეს და ციდონის მეფეს მოციქულთა პირით, რომელნიც იერუსალიმში მოვიდნენ ციდკიასთან, იუდას მეფესთან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 28
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში