
ეზექიელი 29:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ.
ეზექიელი 29:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 29:7 კონტექსტში
29:5მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.
29:6მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის.
29:7როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ.
29:8ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მოვავლენ შენზე მახვილს და ამოგიწყვეტ კაცსა და პირუტყვს.
29:9გადაიქცევა ეგვიპტის ქვეყანა უდაბნოდ და ნაოხარად, და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, რადგან თქვი: ჩემია ნილოსი და მე შევქმენიო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 29:7
- ეზექიელი 17:15ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მოეცათ მისთვის; განა იღორძინებს და გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
- ეზექიელი 17:17ვერაფერს უშველის ბრძოლაში ფარაონი დიდძალი ლაშქრითა და ურიცხვი ხალხით, როცა აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდლები მრავალი სულის გასაწყვეტად.
- ესაია 36:6აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
- იერემია 17:5ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.
- იერემია 17:6იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
- ფსალმუნები 118:8უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
- ფსალმუნები 118:9უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
- იერემია 37:5ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან და გაიგეს ეს ამბავი იერუსალიმზე მიმდგარმა ქალდეველებმა და მოხსნეს ალყა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 29
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში