
ეზექიელი 29:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.
ეზექიელი 29:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 29:5 კონტექსტში
29:3ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო.
29:4ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული.
29:5მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.
29:6მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის.
29:7როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 29:5
- იერემია 34:20ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი მესისხლეების ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება.
- იერემია 8:2და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის ვარსკვლავების წიჩაშე, რომლებიც უყვარდათ მათ, რომელთაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მისდევდნენ, რომელთაც ეკითხებოდნენ, რომელთაც თაყვანისცემდნენ. აღარ შეკრებენ და არ დამარხავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
- იერემია 7:33ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.
- ეზექიელი 32:4მოგისვრი მიწაზე და ტრიალ მინდორზედ დაგაგდებ, დავასახლებ შენზე ცის ყოველ ფრინველს და მიწის ყოველ მხეცს შენით გამოვკვებავ.
- ეზექიელი 32:6შენი სისხლით მოვრწყავ შენს საზრუნველ მიწას მთებამდე და შენით აივსება კალაპოტები.
- იერემია 25:33ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
- ფსალმუნები 110:5უფალი შენ მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
- ფსალმუნები 110:6განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 29
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში