
ეზექიელი 39:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამარხავს ქვეყნის მთელი ხალხი და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზექიელი 39:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:13 კონტექსტში
39:11იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელ მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.
39:12შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი ქვეყნის განსაწმედად;
39:13დამარხავს ქვეყნის მთელი ხალხი და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი ღმერთი.
39:14საგანგებო ხალხს გამოარჩევენ ქვეყნად მავალთაგან, რომ მათთან ერთად დამარხონ ქვეყანაში დარჩენილნი მის განსაწმედად; შვიდი თვის ბოლოს ძებნას დაუწყებენ.
39:15ჩაივლიან ქვეყნად მავალნი და ნახავენ ადამიანის ძვალს; და ააგებს მის გვერდით ძეგლს, ვიდრე დამმარხველნი დამარხავენ მას გოგის ურდოსხევში.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:13
- ეზექიელი 28:22უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.
- სოფონია 3:19აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს; ვიხსნი კოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში.
- სოფონია 3:20იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე მოგიყრით თავს, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი.
- იერემია 33:9სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.
- ეზექიელი 39:21მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;
- ეზექიელი 39:22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
- ფსალმუნები 126:2მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.
- ფსალმუნები 126:3დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში