
ეზექიელი 46:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს ან ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისთვის, მისთვის გაიღება აღმოსავლეთის კარიბჭე დაის შესწირავს თავის აღსავლენს და სამადლობელს, როგორც შაბათობით წირავს, და გავა; მისი გასვლისას კარიბჭე იკეტება.
ეზექიელი 46:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 46:12 კონტექსტში
46:10მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა.
46:11დღესასწაულებში და ზეიმებში ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა იყოს, ბატკნებზე კი შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
46:12როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს ან ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისთვის, მისთვის გაიღება აღმოსავლეთის კარიბჭე დაის შესწირავს თავის აღსავლენს და სამადლობელს, როგორც შაბათობით წირავს, და გავა; მისი გასვლისას კარიბჭე იკეტება.
46:13წელგამოვლი კი საღი ბატკანი შესწირე ყოველდღიურად უფალს აღსავლენად; ყოველ დილას შესწირე.
46:14ძღვენი უნდა გაუმზადო მასთან ერთად დილაობით - ეფის მეექვსედი, ხოლო ზეთი ჰინის მესამედი, გამტკიცული ფქვილის მოსაზელად. ეს არის საუფლო მუდმივი ძღვენის საუკუნო წესი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 46:12
- ეზექიელი 45:17მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად.
- ეზექიელი 46:1ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცგული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს.
- ეზექიელი 46:2შევა მთავარი გარედან კარიბჭის სტოას გზით და დადგება კარიბჭის წყრთილებთან; ხოლო როცა მღვდლები გაამზადებენ აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს, ის თაყვანს სცემს კარიბჭის ზღურბლთან და გავა; კარიბჭე არ დაიკეტება საღამომდე.
- ნეშტთა შორისა ბ 29:31მიუგო იეხიზკიაჰუმ და თქვა: ახლა თქვენ ხელი ავსებული გაქვთ უფლისათვის. მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში. კრებუღმა საკლავები და სამადლობელნი მოიყვანა, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა - აღსავლენი.
- ეზექიელი 46:8როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს.
- ლევიანი 23:38გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა სამოწყალო მისატანისა, რომელიც უფალთან მიგაქვთ ხოლმე.
- ეზექიელი 44:3მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
- ნეშტთა შორისა ბ 7:5დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ოცი ათასი ცხვარი. აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 46
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში