
ეზექიელი 45:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით და ათი ათასი წყრთა სიგანით უნდა ჰქონდეთ ლევიანებს, ტაძრის მსახურებს, საკუთრებად ოც ოთახთან ერთად.
ეზექიელი 45:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 45:5 კონტექსტში
45:3ამ საზომით გადაზომავ სიგრძით ოცდახუთი ათას წყრთას და სიგანით ათი ათას წყრთას; აქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა.
45:4წმიდა უნდა იყოს ეს ქვეყანაში; მღვდლებს, საწმიდარის მსახურებს, უნდა ეკუთვნოდეთ, რომლებიც მიახლებულნი არიან უფლის სამსახურად; თავიანთი სახლების ადგილად და საწმიდარის ნაკვეთად უნდა ჰქონდეთ.
45:5ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით და ათი ათასი წყრთა სიგანით უნდა ჰქონდეთ ლევიანებს, ტაძრის მსახურებს, საკუთრებად ოც ოთახთან ერთად.
45:6ქალაქის საკუთრებად მიეცით სიგანით ხუთი ათასი წყრთა და სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა შეწირული ნაკვეთის გასწვრივ; მთელი ისრაელის სახლს უნდა ეკუთვნოდეს.
45:7მთავარს კი ეკუთვნის შეწირული ნაკვეთის და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე, შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით დასავლეთის მხარეს, დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე, აღმოსავლეთის მიმართულებით, სიგრძით ერთ-ერთი წილის კვალობაზე დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 45:5
- ეზექიელი 48:13ლევიანებს ექნებათ მღვდელთა საზღვრის გასწვრივ სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი; მთელი სიგრძე ოცდახუთი აოასი და სიგანე ათი ათასი.
- ნეემია 10:38აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ;
- ნეემია 10:39რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!
- კორინთელთა მიმართ ა 9:13ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
- კორინთელთა მიმართ ა 9:14ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
- ეზექიელი 40:17მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი.
- ეზექიელი 48:20მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
- ეზექიელი 48:10ამათთვის იქნება წმიდა ნაკვეთი, მღვდლებისთვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი და დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით სიგრძე ოცდახუთი ათასი; იქნება უფლის საწმიდარი მის შუაგულში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 45
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში