
ეზექიელი 7:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვა დაქცევა და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
ეზექიელი 7:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 7:25 კონტექსტში
7:23გაამზადე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი სავსეა ძალადობით.
7:24მოვასხამ უბოროტეს ხალხს და დაეპატრონებიან მათ სახლებს; გავაცამტვერებ მძლავრთა სიამაყეს და გაუპატიურდება მათი სიწმიდენი.
7:25მოვა დაქცევა და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
7:26ჭირი ჭირს დაერთვის, ავი ხმები ავ ხმებს მოყვება, წინასწარმეტყველის ხილვას დაუწყებენ ძებნას, რჯული დაეკარგება ღვთის მსახურს და რჩევა უხუცესებს.
7:27მეფე გლოვას მოჰყვება, დიდებული ძრწოლით შეიმოსება და ქვეყნის ერს ხელი აუცახცახდება; მათ საქმეთაგბრ მოვექცევი მათ და მათი სამართლისაებრ განვსჯი მათ; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 7:25
- ესაია 57:21არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის.
- ეზექიელი 13:10სწორედ იმის გამო, რომ აცდუნებენ ჩემს ერს, რომ ეუბნებიან, მშვიდობააო და არ არის მშვიდობა; ჩემი ხალხი კედელს აშენებს და, აჰა, ესენი კირით ლესავენ.
- მიქა 1:12რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
- ეზექიელი 13:16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
- გლოვა იერემიასი 4:17და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში; სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.
- გლოვა იერემიასი 4:18ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო.
- იერემია 8:15ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს - და, აჰა, საშინელება!
- იერემია 8:16დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 7
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში