
ფსალმუნი 104:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
ფსალმუნი 104:30 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:30 კონტექსტში
104:28მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
104:29დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
104:30გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
104:31იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
104:32დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:30
- იობი 33:4ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.
- ეზექიელი 37:9მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ.
- გამოცხადება 21:5ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.
- იობი 26:13მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.
- ფსალმუნები 33:6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
- ტიტეს მიმართ 3:5მან გვიხსნა არა ჩვენ მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,
- ესაია 65:17რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა.
- ესაია 32:14რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში