
შესაქმე 24:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
შესაქმე 24:26 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 24:26 კონტექსტში
24:24უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა.
24:25კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.
24:26მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
24:27თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.
24:28გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 24:26
- შესაქმე 24:48მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.
- შესაქმე 24:52როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, მდაბლად თაყვანისცა უფალს.
- გამოსვლა 4:31დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
- გამოსვლა 12:27ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
- ფსალმუნები 72:9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
- ნეშტთა შორისა ბ 20:18იოშაფატი პირქვე დაემხო მიწაზე. მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის წინაშე დაემხვნენ უფლის თაყვანისცემად.
- ნეშტთა შორისა ბ 29:30მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.
- ნეშტთა შორისა ა 29:20უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 24
სრულად წაიკითხე: შესაქმე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში