
შესაქმე 26:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგნენ დილაადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
შესაქმე 26:31 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 26:31 კონტექსტში
26:29რომ არ გვიბოროტო. ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის, სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, მშვიდობითაც გაგისტუმრეთ. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ.
26:30გაუმართა მათ ლხინი ისაკმა; ჭამეს და სვეს.
26:31ადგნენ დილაადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
26:32იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მორჩილნი და შეატყობინებს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს წყალი ვიპოვეთო.
26:33უწოდა მას სახელად შიბყა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბერშება დღევანდლამდე.
პარალელური ადგილები: შესაქმე 26:31
- შესაქმე 31:44მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.
- მეფეთა ა 20:16დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა!
- მეფეთა ა 20:17და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
- მეფეთა ა 30:15ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელ არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
- შესაქმე 25:33უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.
- ებრაელთა მიმართ 6:16ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
- შესაქმე 21:31ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
- შესაქმე 21:32შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 26
სრულად წაიკითხე: შესაქმე 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში