
იობი 15:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
იობი 15:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:5 კონტექსტში
15:3უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?
15:4შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
15:5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
15:6შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენ წინააღმდეგ,
15:7პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
პარალელური ადგილები: იობი 15:5
- იერემია 9:3მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი.
- იერემია 9:5ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით.
- ფსალმუნები 50:19პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
- ფსალმუნები 50:20დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
- იაკობის ეპისტოლე 3:5ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს.
- იაკობის ეპისტოლე 3:8ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.
- იერემია 9:8წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს.
- ფსალმუნები 52:2ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში