გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 6:19: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 6:19

რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,

ებრაელთა მიმართ 6:19 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 11 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირა (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 6:19

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ჩვენ, ამ წუთისოფელში მცხოვრებთ და ჯერ კიდევ სიცოცხლეს მოწყვეტილთ, მოციქული უკვე აღთქმულის მიმღებად წარმოგვიდგენს, ვინაიდან სასოებით უკვე ცაში ვართ. იმედი იქონიეთ, ამბობს იგი, რამეთუ ეს უთუოდ აღსრულდება; ხოლო დასამოწმებლად ამბობს: უმჯობესია ითქვას, სასოებით თქვენ უკვე მიაღწიეთ ამას.”

    მთელი განმარტება

    ჩვენ, ამ წუთისოფელში მცხოვრებთ და ჯერ კიდევ სიცოცხლეს მოწყვეტილთ, მოციქული უკვე აღთქმულის მიმღებად წარმოგვიდგენს, ვინაიდან სასოებით უკვე ცაში ვართ. იმედი იქონიეთ, ამბობს იგი, რამეთუ ეს უთუოდ აღსრულდება; ხოლო დასამოწმებლად ამბობს: უმჯობესია ითქვას, სასოებით თქვენ უკვე მიაღწიეთ ამას.

    როგორც ღუზა, გემიდან დაშვებული, არ აძლევს მას ტალღებზე ცურვის საშუალებას, რა ძალაც არ უნდა არყევდეს მას, არამედ მასზე მიმაგრებით ურყევს ხდის მას, ასევეა იმედიც. შეხედე, რა ახლო შედარება წარმოადგინა მან; არ მიუთითა საძირკველზე, რომელიც აქ არც ისე მიზანშეწონილი იქნებოდა, არამედ ღუზაზე. მისი მეშვეობით გემი, რომელიც ღია ზღვაში იმყოფება და ერთი შეხედვით დაუმაგრებელია, წყალზე დგას, როგორც ხმელეთზე; ირყევა და არ ირყევა.

    ქრისტე ზედმიწევნით მტკიცე და ბრძენ ადამიანებზე მართებულად იყენებს გამოთქმას (საძირკველს): “რომელმან ააშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა” (მათ. 7:24); ხოლო ადამიანებზე, რომლებიც არ არიან სრულიად მტკიცენი და იძულებულნი არიან, იმედით იხელმძღვანელონ, პავლემ სამართლიანად გამოიყენა ეს გამოთქმა (ღუზა).

    მღელვარება და ძლიერი ქარიშხალი არყევს გემს; მაგრამ იმედი არ აძლევს მას ტალღებზე ცურვის საშუალებას, რა ქარებმაც არ უნდა დაუბეროს მას, ისე რომ. Არ გვქონდეს იგი, დიდი ხნის წინ დავიხრჩობოდით და არა მხოლოდ სულიერ საქმეებში, არამედ საერო საქმეებშიც იგი დიდ ძალას ავლენს, მაგალითად: ვაჭრობაში, მიწათმოქმედებაში, ომში; ვინც მას მხედველობაში არ ექნება, საქმესაც არ შეუდგება.

    მოციქულს მას უბრალოდ ღუზა კი არ უწოდა, არამედ სარწმუნო და მტკიცე, რათა ეჩვენებინა მისი ურყეობა ხსნისთვის იმათთვის, რომლებიც მასზე მტკიცდებიან; ამიტომაც დასძენს კიდევ: “შევიდეს იგი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა”. რას ნიშნავს ეს? იმავეს, რაც, ცას რომ აღწევს.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  6. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  7. ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 6:19 კონტექსტში

6:17ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.

6:18რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენ წინაშე დასახულ იმედს,

6:19რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,

6:20სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 6:19

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 6

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში